ამომრჩეველთა აქტივობა რეგიონების მასშტაბით

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. 12:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ია.

ცესკო აქვეყნებს მონაცემებს ასევე, როგორია აქტივობა რეგიონების მასშტაბით. ყველაზე მაღალი პროცენტი 12:00 საათის მონაცემებით ფიქსირდება რაჭა ლეჩხუმში, რაც 31.25%-ს შეადგენს, ყველაზე მცირე პროცენტი კი აჭარაში, 19.83% ფიქსირდება.

12:00 საათის მდგომარეობთ, მონაცემები კი ასე გამოიყრება:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 21.57%

თბილისი – 23.18%

კახეთი – 23.89%

მცხეთა-მთიანეთი – 23.53%

ქვემო ქართლი – 20.82%

შიდა ქართლი – 21.86%

სამცხე-ჯავახეთი – 22.04%

რაჭა ლეჩხუმი – 31.25%

იმერეთი – 22.01%

გურია – 21.13%

აჭარა – 19.83%