ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ხმის მთვლელი აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტი, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს ორ ბიულეტენს ერთდროულად, ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი“, – აცხადებს ნათია იოსელიანი.