გარდაბანში ვაჟთა შორის მინი ფეხბურთის შეჯიბრი ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის, ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების აღმოჩენისა და მათი წახალისების მიზნით, ქალაქ გარდაბანში ჩატარდა ვაჟთა შორის მინი ფეხბურთის შეჯიბრი.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლემშვანიერის და კრწანისის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა კრწანისის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ადგილი ლემშვანიერის გუნდმა, მესამე ადგილი კი სართიჭალის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებული გუნდები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაურმა და ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ფრაქციის თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელმა დააჯილდოვეს.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს 3000 ლარი გადაეცათ, მეორე ადგილზე გასულ გუნდს 2000, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 1000 ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცათ.