Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კალიფორნიაში, კინოსტუდიაზე Warner Bros ავტონომიური რობოტი-ტაქსი Cyberсab-ი წარადგინა.
TechCrunch-ი წერს, რომ ტაქსის არ აქვს საჭე და სატერფულები, მისი კარები კი ფრთებივით იშლება. სალონი მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი, მათ წინ კი სენსორული ეკრანია გალაგებული.
Cyberсab-ის ღირებულება 30 ათას დოლარზე ნაკლებია. მასკი ვარაუდობს, რომ ტაქსის წარმოება 2026-2027 წლებში დაიწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ სრულად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ადამიანის მიერ მართვადი ავტომობილები.
Cyberсab-ის გარდა მასკმა წარადგინა ავტონომიური ფურგონი Robovan-ი, რომელსაც 20-მდე ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მისი ღირებულება და წარმოების თარიღი არ დაზუსტებულა.