იტალიაში საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს – ადგილობრივი მედიის ცნობით, 43 წლის კაცი თამბაქოს მაღაზიაში შევიდა და სალაროდან თანხა მოიპარა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის იდენტიფიცირება სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით შეძლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დადგინდა, რომ სავარაუდო დამნაშავე პიზას პროვინციაში მცხოვრები კრიმინალური წარსულის მქონე პირია.
საქართველოს მოქალაქეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1 500 ევრომდე ჯარიმა ემუქრება.









