რუსთავში ,,ქართული დღეების’’ ფარგლებში, მერიის წინ, მთავარ მოედანზე სხვადსხვა შემოქმედებითი ჯგუფების, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები გაიმართება.
დღეს 15 ოქტომბერს რუსთაველების წინაშე ,,სიმღერის სკოლა” და ფოლკლორის სკოლის გუნდი ,,იაგუნდი” წარსდგებიან. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
,,ქართული დღეები” რუსთავის მერიის ორგანიზებით ტარდება და 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.