რუსთავში ევროპის სპორტის კვირეული ტარდება

ევროპის სპორტის კვირეული საქართველოში მეშვიდედ აღინიშნება.

ევროპის სპორტის კვირეული, რომელიც საქართველოში უკვე მეშვიდედ აღინიშნება წელს პირველად ქალაქ რუსთავში ტარდება.

2024 წლის ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქ. რუსთავში, ცენტრალურ პარკში, #BeActive სპორტული სოფელი მოეწყო, რომელიც საზეიმოდ დღეს 12 ოქტომბერს გაიხსნა. სპორტული აქტივობები ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ეროვნული და სპორტული ფედერაცია სხვადასხვა სახეობაში.

ევროკომისიის ინიციატივა, მიზნად ისახავს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლებას, საქართველოს ეროვნული ფედერქციის “სპორტი ყველასთვის” ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით ტარდება.

ევროპის სპორტის კვირეული ყოველ წელს 23 სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით მთელი ევროპის მასშტაბით ტარდება.