ფიროსმანის ქუჩაზე, 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ფიროსმანის მოედანზე  შემთხვევა გუშინ, დაახლოებით, 20:00-21:00 საათზე მოხდა.

მოკლულია ახალგაზდა  27  წლის ტატო ფირცხალაიშვილი, რომელსაც ყოფილმა მეგობარმა ჯერ მანქანა დააჯახა, შემდეგ სცემა და ბოლოს, რამდენიმე ტყვია ესროლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, ფირცხალაიშვილთან ერთად, კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველები  საუბრობენ, მომხდარი სავარაუდოდ,  წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.