რუსთავის მერიის ინფორმაციით, შიდასაქალაქო მუნიციპალურ ავტობუსებს სამი ახალი მარშრუტი ემატება.
N10 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს ყოველ შაბათ-კვირას, თამარ მეფის მოედნიდან რუსთავის ახალი სასაფლაოს მიმართულებით, დილის 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე უფასოდ მოემსახურება. ავტობუსების გასვლის ინტერვალი იქნება ერთი საათი.
რუსთავის მერიის ინფორმაციით დაკორექტირდა N3 ავტობუსის მარშრუტი და ორშაბათიდან დაემატება ლომოური – აფხაზეთისა და მე-7- მე-8 მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზები, სადაც სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, ახალი მგზავრთა მოსაცდელებიც დამონტაჟდა.
რუსთავის მომსახურების სააგენტოსა და ავტობაზრობის მიმართულებით, კი დაინიშნა ახალი N8 ავტობუსი, რომელიც ,,რუსთავი მოლის” მიმდებარე ტერიტორიიდან შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს: ,,რუსთავი მოლი”, შარტავას გამზირი, თამარ მეფის მოედანი, მომსახურების სააგენტო, ავტობაზრობა.