არჩევნები მოპარულია – არ ვაღიარებთ ამ შედეგებს – ნიკა გვარამია

კოალიცია “ცვლილებებისთვის” “მოპარული არჩევნების” შედეგებს არ აღიარებს – ამის შესახებ განცხადება გვიან ღამით, საგანგებო ბრიფინგზე გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ქართული ოცნება” სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც “საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორია”.

 

გვარამიას თქმით, არჩევნების მოპარვის სქემა გაშიფრულია და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება 27 ოქტომბერს გაიგებს.

 

“ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ.

 

არჩევნები არის მოპარული. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და პასუხს აგებს იმ წესით, როგორი წესითაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, თუ როგორ მოიპარეს არჩევნები.

 

ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეგ პრობლემა. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა ნიკა გვარამია.