აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 გადააჭარბა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ 215 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ადამიანების უმეტესობა ქარიშხალს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ემსხვერპლა. დღემდე ვირჯინიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატების 750 ათასზე მეტი აბონენტი შუქის გარეშე რჩება.

„ჰელენი“ მექსიკის ყურეში გაჩნდა და 26 სექტემბერს აშშ-ის ფლორიდის შტატამდე მიაღწია. იმ მომენტისთვის ქარის სიჩქარე 225 კმ/ს აღწევდა. ქარიშხალს მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. მომდევნო დღეებში ქარიშხალმა ამერიკის სხვა შტატებსაც გადაუარა.