1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა!
ამ დღის აღსანიშნავად, ქალაქ გარდაბნის ცენტრალურ პარკში, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის სუფთა ქალაქის“ 65 წელს გადაცილებულ თანამშრომლებს, გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად, ხანდაზმულთა დღე, საკრებულოს თავმჯდომარე- მიხეილ გედეხაურმა და მერმა – დავით კარგარეთელმა მიულოცეს.
გაიმართა მცირე ფურშეტი და გაიჭრა საზეიმო ტორტი.
ხანდაზმულებს კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან სამახსოვროდ, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.