ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში რუსთავის ცენტრალურ პარკში 2 დღის განმავლობაში სპორტული სოფელი მოეწყობა

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში რუსთავის ცენტრალურ პარკში 2 დღის განმავლობაში სპორტული სოფელი მოეწყობა.

12 და 13 ოქტომბერს სპორტულ სოფელში შეჯიბრი სპორტის სხვადსხვა სახეობაში გაიმართება.

მათ შორის ჩატარდება მხიარული სტარტები, ნიჩბოსნობის მასტერკლასი, ქართული ტრადიციული სახეობების თამაშები და ველო გარბენი

ღონისძიების ორგანიზატორია რუსთავის ცენტრალური პარკი