არ ვაპირებთ ეს არჩევანი ვინმეს გავატანოთ – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ კოალიციის ოფიში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, ცესკოს მიერ გამოცხადებული პირველადი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.
“ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს ციფრები ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ და დღევანდელ არჩევნებს.
“ძლიერი საქართველო” იბრძვის თითოეული ხმის დასაცავად, ვიყენებთ ყველა კანონიერ საშუალებას, რომ დაცული იყოს საქართველოს ხალხის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი. არ ვაპირებთ ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.