ვეტერანის დღესთან დაკავშირერბით რუსთაველ ვეტერანებს რუსთავის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართა.

ამ დღესთან დაკავშირებით რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა ვეტერანებსა და მისი ოჯახის წევრებს  სპექტაკლზე ,,ერთი ვინმე ყაფლანიშვილი” უმასპინძლა.

სპექტაკლს ვეტერანებთან ერთად რუსთავის მერი ოთარ ტატალაშვილი და ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი ლევან გოგოლაური ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.