თბილისში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა თბილისში, ე.წ. მალაკნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაიასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე. არსებული ინფორმაციით მოკლულია მამაკაცი.

მომხდარს წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც სროლის ხმაც მოჰყვა. დაწყებულია გამოძიება.