“კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული მანდატებზე უარს ამბობს

Screenshot

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული მანდატებზე უარს ამბობს. ამის შესახებ სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ “ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები არის არალეგიტიმური”.

“ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე”, – განაცხადა ნანა მალაშხიამ.

ნანა მალაშხიას თქმით, აუცილებლად იბრძოლებენ ხმების დასაცავად, “სანამ ამ ქვეყანაში ქართველი ხალხის ხმები არ იქნება გაგონილი”.