მცხეთობა – სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღევლინება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. სვეტიცცოველში საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზამ“ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისები დანიშნა. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12 სთ და 20 წთ-ზე. მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23 სთ და 20 წთ-ზე.
სვეტიცხოვლობა საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.