მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა, სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე, თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დიარჯი“ სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომლებიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესში, სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი როლი უკავია.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, სამუშაო ფორმატში, აქტიურად გაგრძელდება.