ჩრდილოეთ ნიგერიაში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 147 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. დაღუპულები ძირითადად ადგილობრივები არიან. შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ნიგერიის დედაქალაქიდან 330 მილის მოშორებით, მაშინ მოხდა როცა მძღოლმა კონტროლი დაკარგა და საწვავის ავზი შეჯახების შედეგად აფეთქდა.