ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილი ამობრუნდა, რა დროსაც მსუბუქად დაშავდა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.
არსებული ცნობითვე, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.