პაპუაშვილი – პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს!

პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს! ოპოზიცია როგორც მაშინ – 2020 წელს, პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასევე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია 2020 წლის პუფების სცენარს იმეორებს, თუმცა ერთადერთი, რაც ამ ყველაფრიდან დარჩება, არის პანიკა, ისტერიკა და ძალადობა.

“ქართველი ამომრჩეველი სულელი ჰგონიათ. მათ ამ ყველაფერზე 2020 წელს აქვთ ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული. 

ტყუილია, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება. პარლამენტი ძალიან კარგად იქნება ლეგიტიმური – 

პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს.

ამ მონაცემებით “ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი ერგება. როგორც 2020 წელს, ასევე შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის უფლებამოსილებას ცნობს და გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა.

ოპოზიცია როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ასევე პუფებივით დალაგდებიან და ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ. ასე რომ, ეს კინო ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს!“, – განაცხადა პაპუაშვილმა.