რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების” ფორუმი გამართა

რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების” ფორუმი გამართა.

ფორუმში რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778-მა ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

 

რუსთავში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარე რეფორმები და კორპუსების განვითარების ახალი კონცეფცია ფორუმის მონაწილეებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა.

 

ღონისძიებას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, მერის მოადგილეები, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და რუსთავის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების მიზნით დაწყებული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ქალაქში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში, მოსახლეობის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვაა.

 

ერთ-ერთი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, რუსთავში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება იგეგმება, კერძო ბიზნესთან თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.

ბიზნესთან თანამშრომლობა კი კონკრეტული კორპუსის მოსახლეობას, ამხანაგობის განვითარების და კორპუსში არსებული საცხოვრებელი პირობების საკუთარი შემოსავლით გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების და კორპუსებში მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2024 წელს, „რუსთავის კორპუსის“ ბიუჯეტი, 114%- ით აღემატებოდა 2023 წლის ბიუჯეტს. შედეგად, კორპუსების კეთილმოწყობის, ავარიული შენობების გამაგრების, სადარბაზოს რემონტის და სხვა სახის სამუშაოები ამ ეტაპისთვის 350-მდე მისამართზეა განხორციელებული.

 

ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 260 პროექტი დასრულდა, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის მიზნით, კი 105 პროექტია შესრულებული.

 

ფორუმის მიმდინარეობისას, პრეზენტაცია წარადგინა პლასტმასის და ალუმინის ნარჩენების გადამამუშავებელმა კომპანია ,,სპარკლომ“, რომელთან ერთადაც, რუსთავის მერიამ, ეკოპროექტის განხორციელება დაიწყო.

რუსთავი იქნება ერთ-ერთი პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც პლასტმასის და ალუმინის ნარჩენების ეკოლოგიურ პრობლემას ინოვაციური მეთოდით გადაწყვეტს.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების” ფორუმის დასასრულს, სამი ყველაზე აქტიური ამხანაგობის თავმჯდომარე დააჯილდოეს, ოთხს კი მადლობის სიგელი გადასცეს.