რუსთავის მერია კიდევ ერთ ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს
მერიის ინფორმაციით, სტუდენტების დაფინანსების პროგრამით, რეზიდენტურის საფეხურის სტუდენტებიც ისარგებლებენ.
სამედიცინო პროფილის რუსთაველ სტუდენტებს რეზიდენტურა წელიწადში 1500 ლარით დაუფინანსდებათ,
2023-2024 წლებში რუსთავის მერიამ, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე სწავლა, 2000-ზე მეტ რუსთაველ სტუდენტს დაუფინანსა.