რუსთავის მთავარ მოედანზე ანსამბლ “მწვერვალის” სოლო კონცერტი გაიმართა

რუსთავში, მერიის წინ, მთავარ მოედანზე “ქართული დღეების” ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები გრძელდება. 

დღეს, რუსთავის მთავარი სცენა ანსამბლ “მწვერვალის” მოცეკვავეებმა დაიკავეს. 

ანსამბლ “მწვერვალის” მოცეკვავეებმა ქართული, ხორუმი, ხევსურული, რაჭული, აჭარული და სხვა ქორეოგრაფიული ნომრები  შეასრულეს. 

“ქართული დღეების” ფარგლებში ხვალ სოლო კონცერტს ანსამბლი “კავკასიონი” გამართავს.

შეგახსენებთ “ქართული დღეები” რუსთავის მერიის ორგანიზებით ტარდება და  24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.