რუსთავში, მერიის წინ, მთავარ მოედანზე “ქართული დღეების” ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები გრძელდება.
დღეს, რუსთავის მთავარი სცენა სოლო კონცერტით, ანსამბლ “კავკასიონის” მოცეკვავეებმა დაიკავეს.
ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეებმა დღევანდელი საღამო ცეკვა დაისით გახსნეს. მოცეკვავეებმა ასევე, ქართული, მთიულური სატრფიალო, აჭარული, რაჭული, ჩვენეული და სხვა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
“ქართული დღეების” ფარგლებში ხვალ სოლო კონცერტს ანსამბლი “კეღოშვილები”, ჯეღოშვილების საბალეტო სტუდია “ენ ბალეტ სტუდიო” და “იამბიკო” გამართავს.
შეგახსენებთ “ქართული დღეები” რუსთავის მერიის ორგანიზებით ტარდება და 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.