რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემია შეჯიბრებისთვის ემზადება.
ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ქალაქ ფოთში 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე 16 ოქტომბერს კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბაზა გაიხსნება. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 7 ქალაქი მიიღებს. მათ შორის რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემია 7 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრის დაფინანსებით რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემია ქალაქ ფოთში 15 ოქტომბერს გაემგზავრება.