რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა
ნინო ლაცაბიძემ, სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაციას წარუდგინა
სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი სამუშაო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო სივრცეებს აერთიანებს. საექსპოზიციო სივრცეში, საერთაშორისო ასპარეზობებზე რუსთაველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლები, ჯილდოები და თასები, ასევე ფოტოებია წარმოდგენილი.
საგანმანათლებლო სივრცეში კი სპორტის განვითარების ხელშემწყობი პროექტები დაიგეგმება და განხორციელდება.
მუზეუმი, რუსთავის მერიის მიერ სპორტის განვითარების ცენტრის რეფორმის ფარგლებში გაიხსნა.
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები, დამსახურებული მწვრთნელები, გინესის რეკორდსმენ ჯუმბერ ლეჟავას ოჯახის წევრები დაესწრნენ.