რუსთავს, უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთი შიდასაუბნო საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცე შეემატება. – ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნით, მე-12 მიკრორაიონში, N17, 18, 19, 20 და 21 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში, ახალი სკვერი ეწყობა და რეაბილიტაცია უტარდება ვანდალიზმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მწვანე სივრცეები, ფანჩატურები და საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა. რეაბილიტაცია უტარდება კორპუსების მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსაც.
რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეში, რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი სკულპტურა განთავსდება.
პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.