რუსთავში „ქართული დღეების” ფარგლებში დღეს საღამოს 19:00 საათზე რუსთაველი მაყურებლის წინაშე “ხელოვნების სკოლის ბიჭუნათა გუნდი” და ანსამბლი “თამარისი” წარსდგებიან.
ხვალინდელი საღამო კი რევაზ ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლასა და ჯანსუღ კახიძის სახელობის რუსთავის N4 სამუსიკო სკოლას დაეთმობათ.
რუსთავის მთავარი მოედანი, ქართული ფოლკლორის საღამოებს 24 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.
ცნობილია,რომ პროექტის ფარგლებში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის გახსნაც იგეგმება, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.