რუსთავში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა

დღეს რუსთავში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა.

ქალაქის ცენტრალურ გამზირზე არსებული სივრცის ვიზუალი, რომლის განახლებაც, მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში მოხდა, დღეიდან რეაბილიტირებული მეგობრობის გამზირის შესაბამისი იქნება.

რეკრეაციული სივრცის მთავარ შესასვლელს, ჰამლეტ გონაშვილის ასევე აღდგენილი ბიუსტი დაუბრუნდა, მეორე მხარეს, კი რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალის- ,,ქართული“ ულამაზესი მონუმენტი გაიხსნა.

სკვერი ჰამლეტ გონაშვილის მიერ უნიკალურად შესრულებული სიმღერის ფონზე გაიხსნა.

ღონისძიებაზე მოსულმა რუსთაველებმა, ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,სალხინო“ მიერ მომზადებულ პერფორმანსიც იხილეს.

საღამოს კულმინაცია, კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის -,,რუსთავი” ვარსკვლავის გაიხსნა იყო.

გონაშვილის სახელობის განახლებული სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა.

ღონისძიებას, რუსთავის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ანსამბლ ,,რუსთავის“ და სხვა ფოლკლორული ანსამბლების წევრები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანსამბლ ,,რუსთავის“ ვარსკვლავის გასნით, რუსთავში კიდევ ერთ კარგ ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი და ქართული სიმღერის კორიფეს სახელობის ხეივანში, პერიოდულად ვარსკვლავს, სხვა ფოლკლორულ ანსამბლებს, თუ შემსრულებლებსაც გაუხსნიან.