სამხრეთ ამერიკა დღეს მზის წრიული დაბნელების მოწმე გახდა. NASA-ს ინფორმაციით, ეს ასტრონომიული მოვლენა ცაში „ცეცხლის რგოლს“ შექმნის.
მზის დაბნელება წრიულია მაშინ, როდესაც დედამიწასა და ვარსკვლავს შორის აღმოჩენილი მთვარე ჩვენი პლანეტის ორბიტიდან ყველაზე შორეულ წერტილში მდებარეობს და, შესაბამისად, მზეს სრულად ვერ ბლოკავს. ამის ნაცვლად, მზის სინათლე მთავრის ჩრდილს არის გარშემორტყმული, რაც ე.წ. ცეცხლის რგოლის ეფექტს ქმნის.
მზის ნაწილობრივ დაბნელებას ნახავენ ჰავაიზე, ბრაზილიაში, ფიჯიზე, ახალ ზელანდიაში, ტონგაზე, სამხრეთ ჯორჯიაში და სხვა ტერიტორიებზე.