საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურების მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს დაიწყებს. გუნდი პოლონეთში შეიკრიბება, სადაც უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის დაიწყებს ვარჯიშს, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდება და ალბანეთთან შეხვედრისთვის მოემზადება.
მატჩებისთვის „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
უკრაინა -საქართველოს მატჩს 11 ოქტომბერს ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს და თამაში თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის შეხვედრა კი მიხეილ მესხის სტადიონზე სტარტს 20:00 საათზე აიღებს.