საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრელ კოლეგას, მიხაი ვარგას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრელ კოლეგას, მიხაი ვარგას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ევროინტეგრაციისა და რეფორმების განხორციელების გზაზე.
თავის მხრივ, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა, ქვეყანასთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ხაზი გაესვა ისეთი გლობალური პროექტის მნიშვნელობას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომლის მეშვეობითაც გაძლიერდება ევროპის ენერგოუსაფრთხოება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში კიდევ უფრო გაძლიერდება.