საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თიანეთთან იყო, ბიძგები თბილისის დროით 04:53 საათზე დაფიქსირდა, მისმა სიმძლავრემ კი 3,9 მაგნიტუდა შეადგინა.

 

„დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე, ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან, მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.