საქართველო ირჩევს ევროკავშირს – დედაქალაქში ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარში მინდინარეობს.
თავისუფლების მოედანი გადაკეტილია.
თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.
ევროპული არჩევანის მხარდამჭერ მარშში მონაწილეობისთვის მოქალაქეები თბილისის ხუთ ლოკაციაზე შეიკრიბნენ.
დღის 5 საათიდან მსვლელობები დაიწყო გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, სამასი არაგველის ძეგლიდან, მთაწმინდიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან.
მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები აქვთ.
მარშის მთავარი ღონისძიება სწორედ თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყო.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი.
ცოტა ხნის წინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებს ევროპული არჩევანის მხარდანჭერ მარშს შეუერთდა. პრეზიდენტი მოქალაქეების გვერდით დგას.