ტეილორ სვიფტმა „ჰელენისა“ და „მილტონის“ გამო დაზარალებულების დასახმარებლად $5 მილიონი გაიღო

მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ამერიკაში მძვინვარე ქარიშხლების „ჰელენისა“ და „მილტონის“ გამო დაზარალებულების დასახმარებლად 5 მილიონი დოლარი გადარიცხა.

მომღერალმა თანხა ორგანიზაციაში „ვაჭმევთ ამერიკას“ ჩარიცხა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ორგანიზაციის დირექტორმა გამოაქვეყნა და სვიფტს დონაციისთვის მადლობა გადაუხადა.

მომღერალმა მსგავს ქველმოქმედებაში მონაწილეობა წარსულშიც მიიღო – 2023 წლის დეკემბერში მან ტენესიში ქარიშხლით დაზარალებულების დასახმარებლად $1 მილიონი გადარიცხა.

ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის გამო შტატში 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა