ფოთში, სტიქიის შედეგად ამ დროის მონაცემებით დაზარალებულია 300-მდე ოჯახი.
ფოთის მერიის ინფორმაციით შესაბამისი სამსახურები, აქტიურად მუშაობენ, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
ასევე, სპეციალური სამუშაო ჯგუფები აგრძელებენ ზიანის აღწერას, რასაც მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.
სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
“აღნიშნულიდან გამომდინარე შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე”, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.