რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა. ინფორმციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დამტკიცდა, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტები.
დეპუტატების გადაწყვერტილებით, შპს „პადელის კლუბს“ სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა დავით კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სხდომაზე დეპუტატებს საკრებულოს იურიდიული და ადმიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა პაქსაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უსახელო სკვერისთვის საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ.
მერიის მიერ ინიცირებული საკითხები, სხდომაზე, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი დვალიშვილმა და ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამასხურის უფროსის მოადგილემ გია ანთაურმა წარადგინეს.
საკრებულოს ინფორმაციით, დღეს გამართულ რიგით N39-ე სხდომას, რომელზეც დეპუტეტებმა დღის წესრიგით განსაზღვრული ექვსი საკითხი განიხილეს, არ ესწრებოდნენ ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.