“ქართული დღეების” სცენაზე ანსამბლები “დიდგორი”, “მარაბდა”, “ჯავარი”, “ქართული”, “ნატო”, და “ილოური” წარსდგნენ

“ქართული დღეების” ფარგლებში დღეს, რუსთაველი მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული ანსამბლები “დიდგორი”, “მარაბდა”, “ჯავარი”, “ქართული”, “ნატო”  და “ილოური” წარსდგნენ. 

რუსთავის მთავარ სცენაზე მოცეკვავეებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, მათ შორის ქართული, აჭარული, სვანური, მთიულური, მუცო, აფხაზური და სხვა.

“ქართული დღეების” ფარგლებში ხვალ რუსთავის მთავარი სცენა ქართულ კინო ჰანგებს დაეთმობა. 

შეგახსენებთ “ქართული დღეები” რუსთავის მერიის ორგანიზებით ტარდება და  24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.