“ქართული დღეების” სცენა ქართულ კინო ჰანგებს დაეთმო

დღეს რუსთაველი მაყურებლის წინაშე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა ქართული კინო მუსიკის სხვადასხვა რეპერტუარით წარსდგა.   ღონისძიებაში ხელოვნების სკოლის პედაგოგები  მოსწავლეებთან ერთად   მონაწილეობდნენ.

ხვალ რუსთაველი მაყურებლის  წინაშე   ანსამბლები “თუთარჩელა”, “ხალიბი”, “საუკუნე”,  “X აკადემია”, და ანსამბლი “იკორთა” წარსდგებიან.

რუსთავის მთავარ მოედანზე მოწყობილია ასევე კულინარიული კუთხეები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

მერიის წინ, მთავარ მოედანზე სხვადასხვა  შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები რუსთავის მერიის ორგანიზებით 11 ოქტომბერს დაიწყო და ხვალ  24 ოქტომბერს ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტებით დასრულდება.