საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და მარნეულის #69 უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. უბანზე პროცესი შეწყდა, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და ფაქტი შეისწავლა.
„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. უბანზე შეწყდა პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი.
ჩვენ როგორც სოც.ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვნახეთ ვიდეო, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა, თუმცა უფრო მეტ დეტალს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, ამის დადგენა შეგვიძლია და მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. უბანზე, სადაც პროცესი შეწყდება, პროცესი აღარ გრძელდება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა