წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სპორტული ეკიპირება გადაეცათ

ექსკლუზიურად რუსთაველი სპორტსმენებისთვის შექმნილი სპორტული სამოსი, წარმატებულ სპორტსმენებს და სპორტის განვითარების ცენტრის ყველა მწვრთნელ-მასწავლებელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა.

ღონისძიებას რუსთავის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და რუსთაველი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

დღეიდან, რუსთაველი სპორტსმენები, საქალაქო და საერთშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებზე, რუსთავის ბრენდინგით გაფორმებული, მაღალი ხარისხის სამოსით წარსდგებიან.

მერიის ინფორმაციით რუსთავში სპორტის სხვდასხვა სახეობაში, ყოველწლიურად 1200 მოსწავლე ვარჯიშობს. საქართველოს, ევროპის და მსოფლიო ტურნირებზე წარმატებით მოასპარე რუსთაველი სპორტსენები, მერიის სპეციალურ სტიპენდიას იღებენ. მერიის სტიპენდიით ამ ეტაპზე, 100- მდე წარმატებული რუსთაველი სპორტსმენი სარგებლობს.