ხვიჩა კვარაცხელია „მილანი“-„ნაპოლის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩის, „მილანი“-„ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„ნაპოლიმ“ გასვლაზე ლუკაკუსა და კვარაცხელიას გოლებით „მილანი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ათი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 25 ქულით იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.