დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ,,გარდაბნობა2024” აღინიშნება.
ცენტრალურ პარკში, ღონისძიების ჩასატარებლად სამზადისი დილიდან მიმდინარეობდა,მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცე, ქართული და აზერბაიჯანული ეთნოგრაფიული ნივთების გამოფენა და სხვა.
17:00 საათიდან კი დაიწყო ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, რომელსაც მუსიკალურად აფორმებენ ჯგუფი „ურსა“ და ანარ ჯავადოვი.
ღონისძიებას DJ და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.