17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება.

დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.