23 ოქტომბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს 00:45-
დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში ფიროსმანის, 1 მაისის, მშენებელთა, წერეთლის, გოგებაშვილის და
მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში;

11:00-დან 18:00
საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო,
ჯანდარი, ტაზა-მახალა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე
აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, თელეთი და
მიმდებარე სოფლებში;

00:45-დან 01:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში
ქალაქის საავადმყოფოს, მარის არხის დასახლებას, ახალ კორპუსებს პარკთან,
ბავშვთა და ფსიქიატრულ საავადმყოფოს, ვახტან გორგასლის ეკლესიას
ქალაქის საავადმყოფოსთან და მიმდებარე ტერიტორიას.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.