“ქართული დღეები” ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებით დღეს დასრულდა.
რუსთაველი მაყურებლის წინაშე ანსამბლები “თუთარჩელა”, “ხალიბი”, “საუკუნე”, “X აკადემია”, და ანსამბლი “იკორთა” წარსდგნენ.
რუსთავის მთავარ მოედანზე ასევე რევაზ ლაღიძის სახელობის მე-3 სამუსიკო სკოლისა და რუსთავის ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები წარსდგნენ.
დღევანდელი კონცერტი ქორეოგრაფიული ნომრებით გაიხსნა და ანსამბლმა “თუთარჩელამ” დაასრულა.
შეგახსენებთ მერიის წინ, მთავარ მოედანზე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები რუსთავის მერიის ორგანიზებით 11 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.