29 ოქტომბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს 11:00-დან 11:10
საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ
აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გომარეთი, ქვემო და ზემო
კარაბულახი, იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, გედაგდაღი, ველისპირი, მამულო, ახა,
განახლება, სარკინეთი, პირველი სალამალეიქი, ბახჩალარი, უსეინქენდი, მამიშლარი,
საჯა, ახალი გოდაგდაგი.

12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს ქ. ბოლნისში სააკაძის, იმერეთის, ბაგრატიონის,
ასათიანის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, ოჩხიკიძის, სულხან საბას, კ. გამსახურდიას,
სტეფანიას, აღმაშენებელის ქუჩებზე.

15:30-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ქ.ბოლნისში მაშავერას, ათონის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ხატისოფელი, ქვემო და ზემო ბოლნისი, ვანათი, ფოლადაური, სამწვერისი, ხიდისყური, სამტრედო, ნახიდური, კუდრო, რაჭისუბანი.

12:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი,
მარტყოფი, მუხროვანი, სააკაძე, ვაზიანის დასახლება, ახალსოფელი, მზიანეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.