30 ოქტომბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს 11:00-დან 18:00
საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა, ამბაროვკა,
ალგეთის მევენახეობა, ალგეთი, ალგეთი-ღვინის ქარხანაში.

12:00-დან 13:00 საათამდე –
აბონენტებს ქ. მარნეულში რუსთაველის, 26 მაისი, გამსახურდიას, მერაბ კოსტავას,
სულხან-საბას, მუსხელიშვილის, ჩოლოყაშვილის, ლესელიძის, პუშკინის, ჭავჭავაძის,
აივაზ გასანოვის, აღმაშენებლის, ჟორდანიას ქუჩებზე.

11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.